|
2023-03-06 17:04:46, 545 ნახვა
პოლიტიკა
დურბინი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - უკან გადადგმული ნაბიჯია იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის
საქართველოს რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი აქვს ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე განაცხადა. დიკ დურბინი, რომლის განცხადებასაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს, ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. „იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის." - სენატორი დიკ დურბინი ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)