14:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 14:38:52, 1406 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება

რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

შოლცის თქმით, რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად.

საერთოდ მზადაა კი რუსეთი მოლაპარაკებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის? ამ მომენტში ამაზე არაფერი მიუთითებს“,- განაცხადა შოლცმა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოსკოვზე, რათა რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს.

„ჩემი გზავნილი პეკინისადმი მკაფიოა - გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა უბიძგოთ რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანისკენ და არ მიაწოდოთ აგრესორს შეიარაღება“,- დასძინა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics