20:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 16:41:20, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო - პირველი Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში უკვე ჩავიდა

პირველი Leopard 2-ის ტანკები უკვე ჩავიდა უკრაინაში,- ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მოხარულია, რომ მისმა ქვეყანამ პირველმა მიაწოდა უკრაინას თანამედროვე ტანკები.

”პირველი პოლონური Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში ჩავიდა ”,- განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა.

როგორც, პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, პირველ Leopard-ები უკრაინას იმავე დღეს მიაწვდიდნენ, როცა კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ჩავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა დაწერა, რომ პოლონეთი უკრაინას დღეს მთავრობის მიერ დაპირებული 14 Leopard 2-ის საბრძოლო ტანკიდან პირველს გაუგზავნიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics