|
2023-02-23 10:21:57, 1394 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა
Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, “გალტ & თაგარტი” კი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს. Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ი J.P Morgan-ის, Societe General-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დასახელდა. „გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიები საინვესტიციო ბანკირების რჩევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით კი, კრიზისულ პერიოდში. წელს, ბაზარზე რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ სექტორის წამყვან ინსტიტუტებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი 2023-ის“ ტიტული დაიმსახურეს“, - აღნიშნავს ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო, Global Finance-ის მთავარი რედაქტორი. “მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკის“ ჯილდოს მიღება. გალტ & თაგარტის გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განვითარების პროცესში, სწორი ორიენტირისკენ მიემართება. ეს ჩვენთვის Global Finance-ის მიერ გადმოცემული რიგით მეშვიდე ჯილდოა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შევქმნათ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და მას მსოფლიოს 193 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ჟურნალი უკვე 36 წელია, მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)