21:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 21:50:52, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს NATO-ს  აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა, სადაც მან ლიდერებს მადლობა გადაუხადა უკრაინისათვის გაწეული დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა დევს რუსეთ-უკრაინის ომში სასწორზე. 

მისივე თქმით, მე-5 მუხლი, რომელიც მოიაზრებს, რომ ნატო-ს ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა მასში შემავალ წევრზე თავდასხმას უდრის, არის წმინდა ვალდებულება, რომელმაც შეერთებულმა შტატებმა აიღო, აქედან გამომდინარე აშშ ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმტერს და ინჩს დაიცავს.

”თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტში სასწორზე. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელს ევროპაში და მთელ მსოფლიოში.

მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. ჩვენ დავიცავთ ნატოს ფაქტობრივად ყველა სანტიმეტრსა და ნატოს თითოეულ ინჩს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics