|
2023-02-21 17:06:12, 532 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი - 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოში
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, გასულ წელს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა. „აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოშიც. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ მიიღონ მომსახურების სააგენტოს სერვისები. ამავე ტერიტორიაზე აშენდა იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების გაცემისთვის განკუთვნილი შენობა. იარაღის ბალისტიკისთვის საჭირო სივრცე მოეწყო რუსთავში, აგრეთვე, სააგენტოს საჩხერისა და ქუთაისის სამსახურებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)