03:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 14:50:02, 2053 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - 24 თებერვლისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება

24 თებერვლისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, სანქციები გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყნისგან სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ.

"24 თებერვალს ახალი სანქციები დაანონსდება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყნისგან სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ. ეს იქნება ერთიანობის კიდევ ერთი სიგნალი გამარჯვების მისაღწევად. რაც შეეხება გაერო-ს და რუსეთის უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას ჩვენ დავადგინეთ გაეროსა და რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის კურსი. ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება... რადგან ის გულისხმობს გლობალური ინსტიტუტის ხელახლა შექმნას. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა",- განაცხადა კულებამ.

კულებას თქმითვე, გაეროდან რუსეთის გარიცხვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რუსეთისთვის ლეგიტიმაციის წართმევა, ძლიერი საერთაშორისო დარტყმა იქნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics