|
2023-02-06 10:51:25, 742 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც 5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა. სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც 100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე აქვს. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით შევძელით ახალი პროექტის განხორციელება. რაც მთავარია, ჩვენი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდა. ეს მოიცავს ენერგომისიურ მინებს, რომელიც დიდი რაოდენობით აკავებს სითბოს. ასევე, სასტუმროს ნომრის ჭერი და კედლები აშენებულია სპეციალური მასალით, რაც ტემპერატურის მიმოცვლასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებითა და სისტემებით, ცეცხლმედეგი კარებით, იატაკით და ფარდებით. სასტუმროში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჩვენი პანორამული ხედებით და ესტუმრონ ჩვენს რესტორანს, სადაც ცნობილი ბრენდ შეფის კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებენ “, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა, ილია ცინცაძემ. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით პროექტის დაფინანსება, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)