|
2023-02-01 15:59:00, 985 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს მაქსიმალურად წარმოსადეგი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV GEORGIA საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ უმასპინძლა. ,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან TAV Georgia-თან ერთად დავათვალიერეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა: ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საფრენი მოედანი, სააეროდრომო ტექნიკა, სახანძრო აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და სათანადო დონეზე. ვხედავთ, რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. TAV Georgia-თან ურთიერთობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ და დასასრულს უახლოვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის დამუშავება. უახლოეს ხანებში ეს დოკუმენტი იქნება დასრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საინვესტიციო ღირებულება, თუ რა შედეგი გვინდა მივიღოთ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაათვალიერა, ასევე გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე ისაუბრეს, რომლებზე მუშაობის პროცესში TAV Georgia ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე, ე.წ. მასტერპლანზე მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)