12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 16:06:27, 3211 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ელჩი საფრანგეთში - დასავლეთი უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდა

დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება, - ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“,- განაცხადა ომელჩენკომ.

აღსანიშნავია, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დიდი ბრიტანეთი 14 Challenger 2-ის ტანკს, გერმანია Leopard 2-ებს, ხოლო შეერთებული შტატები Abraams-ის 31 ტანკს გადასცემენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics