22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 17:05:16, 1864 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ნატო სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში

ნატო სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, აღნიშნული დაპირისპირება მზარდია.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“,- განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ ასევე მიმართა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს:

„თქვენ ევროკავშირისა და ნატო-ს მოქალაქეები ნამდვილად სულელები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომელსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?".

მისივე თქმით, უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ჯავშანტექნიკა განკუთვნილია შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის, რომლის გამოყენებასაც უკრაინა აპირებს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის, გასათავისუფლებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics