13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 09:16:06, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და სამხედროებს ეკიპაჟების მოსამზადებლად გაგზავნის

კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და კანადელ სამხედროებს ევროპულ ქვეყნებში გაგზავნის, რათა უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დახმარება გაუწიონ. 

როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა თქვა, კანადა უკრაინაში ავღანეთის ომის დროს შეძენილ Leopard 2 A4 მოდელებს გაგზავნის.

ცნობისთვის, პოლონეთი რამდენიმე კვირაში უკრაინას 14 Leopard 2-ის ტიპის ტანკს მიაწვდის.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მარტის ბოლოს გადასცემს თავის 14 Challenger 2-ის ტანკს. მომავალი კვირიდან დაიწყება უკრაინელი სამხედროების მომზადება ამ ტანკებთან მუშაობისთვის.

გარდა ამისა, გერმანია გეგმავს მარტის ბოლომდე უკრაინას მიაწოდოს Leopard 2 საბრძოლო ტანკები. 

შეერთებულმა შტატებმა  უკრაინაში 31 Abraams-ის ტანკის გადაცემა გამოაცხადა, რომელიც უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics