|
2023-01-23 17:11:41, 1416 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს
ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან განაცხადა, 2022 წელს ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერი იყო. „ჩვენი მოლოდინი გამართლდა. გასულ წელს ტურიზმის აღდგენა საკმაოდ ძლიერი იყო, მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლების ეს მოცულობა 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც საქართველოსთვის თავის მხრივ რეკორდული იყო. ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურისტების რაოდენობის მხრივ, ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული ტურიზმის მაჩვენებელი იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც პანდემიამდელ პერიოდში იყო. დაახლოებით, 70%-ის ფარგლებშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ 2023 წელს ტურიზმი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე და მომდევნო წელს ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას, დაახლოებით, 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს. ასევე, პოზიტიურია სტატისტიკა ექსპორტის მიმართულებით, რომელიც გასულ წელს 30%-ზე მეტით გაიზარდა და მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)