17:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 16:52:56, 1691 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"მივესალმებით უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ბორის ჯონსონს კიევში. მადლობა მხარდაჭერისთვის", - დაწერა პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. 

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური კიევის ოლქის ქალაქებში - ბოროდიანკასა და ბუჩაშიც იმყოფებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში ჯონსონის პირველი ვიზიტი არ არის. მანამდე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ორჯერ ესტუმრა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics