18:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 22:18:41, 1655 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერი შენელდა. რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ არ გამოუვა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების აღწერისას განაცხადა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებები შენელდა, რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ ეს არ გამოუვა.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ დგანან და იცავენ საკუთარ მიწებს, რაც შეეხება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, სიტუაციას აკვირდებიან

"ზამთარში ომი მართლაც ნელდება. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. იღლება ყველა: ბუნებაც, ხალხიც და მადლობა ღმერთს, მტერიც. ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ ვდგავართ", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 17 იანვარს პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics