23:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 10:16:53, 1367 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრემიერი - უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა

უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

როგორც მარინმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმს დაესხა თავს, ევროპასა და მის მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ.

"ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ისტორიას და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე ნატო-ს წევრი? ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს წევრი, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სანა მარინი იმედოვნებს, რომ შვედეთისა და ფინეთის რატიფიკაციის პროცესი „რაც შეიძლება სწრაფად“ წარიმართება. 

ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი, თურქეთისა და უნგრეთის გარდა, ნატო-ს ყველა წევრის მიერ უკვე დამტკიცებულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics