20:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 13:55:05, 1560 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ

რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინას უმიზეზოდ დაესხა თავს, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს ყველა ტიპის იარაღით, ფედერაცია კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და "ასუფთავებს" ტერიტორიას.

„შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, თითქოს არ გესმით. რუსეთის ფედერაცია უკრაინას უმიზეზოდ დაესხა თავს, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს ყველა ტიპის იარაღით, რუსეთის ფედერაცია კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და "ასუფთავებს" ტერიტორიას. რუსეთის ფედერაცია სჩადის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს. ომი უნდა მოვიგოთ“,- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დაბომბვას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75, მათ შორის 14 ბავშვი. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics