20:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 12:29:02, 797 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი კიკაბიძეზე - ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია

ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას.

მისი თქმით, კიკაბიძე იყო ადამიანი უდიდესი სულითა და დიდი სამოქალაქო გამბედაობით.

„გუშინ თბილისში 85 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.

ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი და უდიდესი ხელოვანი, ადამიანი უდიდესი სულითა და დიდი სამოქალაქო გამბედაობით, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია. 

ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს“,- წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics