23:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 10:51:54, 1451 ნახვა

ომი უკრაინაში
ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალკოჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან დღეს ან ხვალ გაიმართება.

„გვსურს ძალისხმევა გამოვიჩინოთ, რომ გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფანი, მე შევთავაზე ეს ჩვენს პრეზიდენტს. ის მიესალმა ამას. მათ დაიწყეს საჭირო სამუშაოები ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მინდა ვთქვა, რომ გვექნება შეხვედრა გარკვეული გაგებით“, - თქვა მალკოხმა.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ერდოღანთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთს პრეზიდენტს ფრონტზე ესკალაციის რისკებზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა. 

მათ ასევე განიხილეს თურქეთის შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა.

იმავე დღეს თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან. მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა უკრაინაში "ცალმხრივი" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics