21:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 17:46:38, 975 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები კი ვადაგასული ჩამოვიდა

"რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული.", - განაცხადა  ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის საპასუხოდ, რომელმაც ქართულ მხარეს "ბუკის" სისტემების უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა.

მისივე თქმით, ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას საქართველოსთვის იარაღი არ გადაუცია, იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.

"უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა, ეს საიდუმლო კონტრაქტია, დეტალებში ვერავინ ვერ შედის. რაღაცები, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული

ომის პროცესში, არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.", - განაცხადა დავითულიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics