03:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 15:22:41, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი კლავს რიგით მოქალაქეებს და ადანაშაულებს დასავლეთს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას

“რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას, კლავს რიგით მოქალაქეებს, ანადგურებს ქალაქებს. და ადანაშაულებს დასავლეთს...იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს უკრაინელებს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, რეალობა სხვაგვარია, დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას, რომელიც რუსი მკვლელებისგან თავს და მოქალაქეებს იცავს.

“პუტინის გარყვნილი ლოგიკის შესახებ. რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას, კლავს რიგით მოქალაქეებს, ანადგურებს ქალაქებს. და ადანაშაულებს დასავლეთს...იმის გამო, რომ ის [დასავლეთი] მხარს უჭერს უკრაინელებს საკუთარი და თავისი შვილების სიცოცხლის დაცვაში. რეალობა სულ სხვაა: დასავლეთი დგას უკრაინის გვერდით, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას რუსი მკვლელებისგან, რომლებიც ჩვენს სახლებში შემოიჭრნენ” - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics