07:43 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 12:53:12, 821 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჩვენს არც ერთ წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას არ ჰქონია ოპოზიციის მხარდაჭერა, რამე გაფუჭდა ამით?!

ვერც ერთი ადამიანი, ვისაც  სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შესაბამის კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს. 

„არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური  მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics