02:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 14:12:19, 1525 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლა 2023 წლისთვის გადადო

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით არ გამოვა. 

როგორც მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინმა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლა 2023 წლისთვის გადადო. 

"ეს მოხდება უკვე მომავალ წელს. ჩვენ განვსაზღვრავთ ვადებს, დავაზუსტებთ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კრემლის სპიკერმა დასძინა, რომ ეს გამოწვეულია სახელმწიფოს მეთაურის დატვირთული გრაფიკით.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი წლის დასკვნით პრესკონფერენციასაც არ გამართავდა. ამის მიზეზად პესკოვმა მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის პრესასთან "რეგულარული საუბარი" დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics