13:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 12:53:54, 925 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის  ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით,  სასამართლოს მიერ  უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის" დასკვნის  ნაწილის მიხედვით,  მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის  მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. როგორც  მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოწოდებული დოკუმენტაციით მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში  ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით   არ არის და ყველა მაჩვენებელი  არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

„სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის" მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში („NMS Labs") ჩატარდა.  შევისწავლეთ დასკვნა, სადაც  მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის  მაჩვენებლის გვერდით მითითებულია  არსებული შედეგი.  ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან", − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე,  სადაც  „ემპათიამ" კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული.

„NMS Labs"  ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა და შედეგები არ არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითითებულია როგორც მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც. აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ლაბორატორიაში მათ მიერ მოყვანილი ციფრები, ანუ შედეგი, ნორმაზე ქვემოთაა. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება,  რომ ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით ორგანიზმში არ არის", − განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics