14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:35:47, 1155 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე,  გამარჯვების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები  10 972 კვ.მეტრ ფართობზე სრულდება.

საგზაო სამუშაოებამდე   1 822 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი სანიაღვრე ქსელი მოეწყო.  ჯამში, აღნიშნული  ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის  2 240 506 ლარამდე დაიხარჯება.  

გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.  ქალაქ თბილისის მერიისა და გლდანის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მიმდინარე წელს გამგეობამ იაკობისა და გრემის ქუჩები, საზანოსა და ჟვანიას დამაკავშირებელი მონაკვეთი მოაწესრიგა. 

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი მერის მოადგილესთან კახა გულედანთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics