03:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 11:52:08, 1805 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებამ ექვსი ტელეარხის მაუწყებლობის შეჩერება გადაწყვიტა უკრაინის ომის გაშუქების გამო

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა ექვს ტელეარხს - პირველ რიგში მოლდოვაში, RTR, Accent TV, NTV Moldova, TV6 და Orhei TV, ამის შესახებ ინფორმაციას TV8 ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის,ნატალია გავრილიცას განცხადებით,მოცემული არხები არღვევდნენ აუდიოვიზუალური სერვისების კოდექსს, ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს და რუსეთ-უკრაინის ომს "მიკერძოებულად და მანიპულირებულად" ავრცელებდნენ.

შეგახსენებთ,ზემოთ მოცემულ არხებს "აკონტროლებენ" მოლდოველი დეპუტატი ილან შორი ( რომელიც საერთაშორისო ძებნაშია და ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა) და მოლდოვის სოციალისტური პარტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics