16:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 16:16:55, 1092 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. 

,, ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, ეს ინსტიტუტი ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს.  ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობების და იურდიული ფაქტების დამდასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა მინისტრს ჰქონდა იმის უფლებამოსილება კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ ეს ასაკი გაეზარდა ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება. გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც", - განაცხადა მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძემ.

გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში,  დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში. ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.​

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics