22:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 13:59:31, 725 ნახვა

საზოგადოება
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში - ჯუანშერ ბურჭულაძე

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“, - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავში დამოუკიდებლობის ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

თავდაცვის მინისტრმა სკვერში განთავსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალებთან გმირების ხსნოვას პატივი მიაგო.

„მინდა, მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მთავრობის სახელით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

რუსთავში ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics