02:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 14:18:20, 930 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი სააკაშვილზე - აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს

აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ მედის წარმომადგენლებს უთხრა, ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრის დასაწყისიდან შეინიშნება.

"როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე არ ჯდება. განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, დინამიკაში უკუსვლა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ოქტომბრის დასაწყისიდან. ექიმის თქმით, ამას ის უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში... შუამდგომლობა, ალბათ, დამოკიდებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რომელიც ვიცი, რომ იქნება მრავალმხრივი, მივიღებთ გადაწყვეტილებას. გააჩნია, როდის იქნება ეს დასკვნა გამოქვეყნებული", - განაცხადა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილის ანალიზმა ორგანიზმში დარიშხანის არსებობა გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics