09:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 14:41:36, 1361 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით - კლევერლი ზელენსკის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის გადამწყვეტ მომენტში უკრაინის გვერდითაა.  ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის!" - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა.

შეხვედრასთან დაკავშირებით, თავის მხრივ, ინფორმაცია გაავრცელა ჯეიმს კლევერლიმაც.

"გაერთიანებული სამეფო მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს დაგპირდით და დიდი ბრიტანეთი პირობას შეასრულებს", - დაწერა მან Twitter-ზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრამდე, უკრაინას ქვეყნის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკიც სტუმრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics