00:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 22:55:21, 1746 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსების თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა და სხდომა ჩაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში უშიშროების საბჭოს შეხვედრა მოითხოვა, რასაც გაერო დათანხმდა და სხდომა ჩანიშნა. 

მიზეზი უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასობრივი თავდასხმებია.

"მე დავავალე ჩვენს ელჩს გაეროში, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრება დღევანდელი რუსული დარტყმების შემდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა ტერორისტული აქტებია. უკრაინა კვლავ ითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე რეაგირებას ამ დანაშაულებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics