|
2022-11-23 09:09:58, 1255 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს - დაიღუპა ჩვილი
რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს რაიონში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ჩვილი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები. „ღამით რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტებით დაბომბეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილება. გული მწუხარებით ივსება - მოკლეს ჩვილი, რომელიც ახლახან გაჩნდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან",- წერს სტარუხი. ცნობისთვის, რუსულმა ჯარებმა ახლახან გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებსა და სოფლებზე ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით. გარდა ამისა, გუშინ, 22 ნოემბერს სტარუხმა განაცხადა, რომ რუსების მიერ ორეხოვიეში, პურის რიგის დაბომბვას სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, ასევე დაშავდა ორი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)