|
2022-11-22 18:11:04, 1534 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ომის ესკალაციისთვის
მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ომის ესკალაციისთვის. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცმა ბერლინში, გამოცემა Sueddeutsche Zeitung -ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გერმანიისთვის გაკვეთილი გახდა. გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულის ფონზე, ქვეყნის შეიარაღებული თავდაცვის მარაგების გასაზრდელად, 100 მილიარდი ევრო გამოიყო. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)