03:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 12:19:49, 1293 ნახვა

ომი უკრაინაში
„გაზრდილია ტერაქტების, დივერსიებისა და მძევლების აყვანის რისკი“ - СБУ კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

СБУ-ს ცნობით, კიევის უდიდეს მონასტერში, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ტარდება.

„რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, გაზრდილია ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

СБУ-ში ამბობენ, რომ ღონისძიებები ხორციელდება: 

  • ლავრის, როგორც "რუსული სამყაროს" ცენტრის გამოყენებისგან თავიდან ასაცილებლად.
  • მონაცემთა გადამოწმებისთვის, რომ უკრაინის ეკლესიის შენობები, შესაძლოა, გამოიყენონ დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, იარაღის შესანახად და ა.შ.
  • პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics