|
2022-11-19 16:03:20, 851 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს
ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. - ამის შესახებ „ერთუანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლობასთან. „გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს მართავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)