10:47 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 23:14:33, 1320 ნახვა

მსოფლიო
ირანში აქციის მონაწილეებმა რუჰოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

მარკაზის პროვინციაში აქციის მონაწილეებმა ისლამური რევოლუციის ლიდერის, რუჰოლა ხომეინის სახლი დაწვეს. ამ რევოლუციის შედეგად ირანში მიღებულ იქნა ისლამური კანონები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ირანის ცხოვრების ყველა ასპექტზე.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა, შენობის ნაწილს ცეცხლი უკიდია.

BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გადაამოწმეს გავრცელებული ვიდეოები, რეგიონული მთავრობა ინფორმაციას უარყოფს. ქალაქ ხომეინიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი ტაშს უკრავს სახლში გაჩენილ ხანძარს. Reuters და AFP აღნიშნავენ, რომ მათ გადაამოწმეს ადგილმდებარეობა. ირანის აქტივისტური ქსელი 1500Tasvir კი ამბობს, რომ კადრები ხუთშაბათს არის გადაღებული.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ვიცე-პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა.

უფლებადამცველების შეფასებით, შეტაკებებს სულ მცირე 342 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics