03:43 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 23:21:58, 1205 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის მამა - 20 ნოემბერს კანცელარიასთან მოდით, მიშას გვერდით დავუდგეთ

20 ნოემბერს კანცელარიასთან მოდით ერთმანეთს და მიშას გვერდით დავუდგეთ. - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა გადასარჩენია და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება.

" ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროირიენტაციის მომხრეებო, უბრალოთ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო.

მოგმართავთ, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.

კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი

ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება ?! დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ-სამწუხაროდ თხოვნაა - 20 რიცხვში 14 სთ-ზე მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics