05:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 17:26:31, 1665 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა - რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან

უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან. 

კრივი რიჰსა სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე ვილკული თქმით, რაკეტები გაშვებულია რუსეთის ქალაქების - ვოლგოგრადისა და ასტრახანის ტერიტორიიდან.

ვილკულმა დასძინა, რომ სავარაუდოდ, თავდასხმების ორი ტალღა იქნება.

რეგიონის ხელმძღვანელები მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

 "მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. სასწრაფოდ წადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!“ - წერს მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics