|
2022-11-14 19:07:15, 1079 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ჩვენი თანამებრძოლების ნაწილის რიტორიკა აგრესიულია, რომელიც არ უხდება შიდა პარტიულ პაექრობას
ჩვენი თანამებრძოლების ნაწილის რიტორიკა აგრესიულია, რომელიც არ უხდება შიდა პარტიულ პაექრობას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან", ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის ყოველთვის არის გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან. "ძალიან საინტერესო, დაძაბული პერიოდი გველოდება წინ, სადაც მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა უზრუნველყონ სწორი და სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნაციონალური მოძრაობის ათობით ათას გულშემატკივარს ჩართულები იყვნენ პროცესში. კამპანიის ფარგლებში მე გპირდებით, რომ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, მე არასდროს არ ვყოფილვარ არაგულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)