|
2022-11-13 13:15:15, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი, არ ატარებდეს წვერ-ულვაშს - გოცირიძე პარტიის კანდიდატისთვის კრიტერიუმს აწესებს
დაბლა დაწეული სტანდარტების გამო, შემოვდივარ წინადადებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გოცირიძე წერს, თავად არ აპირებს კონკურსში მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ: 1. უნდა იყოს კომპეტენტური, 2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი, 3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი, ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის), 4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს. ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილება ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს“, – წერს რომან გოცირიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)