07:07 - 26 Jun, 2026
|
2022-11-12 14:09:03, 1921 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა
რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლის გამოცემა "TASS" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. „ხელისუფლების“ მთავარი ორგანოები რეგიონის „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს. გუშინ, 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)