|
2022-11-12 12:05:28, 1109 ნახვა
პოლიტიკა
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დადო (BCT). რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. მოგვიანებით მოსწავლეებისთის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)