00:27 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:51:39, 1186 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით  ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება.  

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით. 

ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში შექმნილ  უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს მადრიდის სამიტზე  „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო  განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების  გატარებას მოიაზრებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics