08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 14:53:18, 1541 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - უკრაინაში მიზნების მიღწევა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზითაც შესაძლებელია

კრემლი უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების დასრულების ორ გზას ხედავს - მიზნების მიღწევით ან მოლაპარაკებით. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს. 

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ე.წ "სპეციალური ოპერაციის" მიზნების მიღწევა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზითაც შესაძლებელია, თუმცა უკრაინული მხარის პოზიციიდან გამომდინარე ეს "შეუძლებელია". 

„კონფლიქტი უკრაინაში - მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ჩვენი გადმოსახედიდან, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება მიზნების მიღწევის შემდეგ დასრულდეს.

ან დასრულდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიზნების მიღწევით, რაც ასევე შესაძლებელია, მაგრამ, როგორც ვიცით, უკრაინული მხარის პოზიციიდან გამომდინარე მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია“,- განაცხადა პესკოვმა. 

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა.

30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. 

პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.

ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics