|
2022-11-11 12:17:59, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და ვიღაცის შეწყალებაზე მერე ილაპარაკონ
ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ ALDE-ს მოწოდებას. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ვიღაცები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რეალობას ვერ ხედავენ. "ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ. რა თქმა უნდა, ვიღაცები ვერ ხედავენ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. უნდა თქვან ამ ევროპარლამენტარებმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, და მაგის მერე ილაპარაკონ ვიღაცის შეწყალებაზე", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. შეგახსენებთ, ALDE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ "საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)