01:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 21:21:12, 1397 ნახვა

პოლიტიკა
Amnesty International - რუსეთის მიერ, უკრაინელების გადასახლება გამოძიებული უნდა იყოს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული

რუსეთის მიერ, უკრაინელების იძულებითი გადასახლება გამოძიებული უნდა იყოს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. - ამის შესახებ ინფორმაციას Amnesty International-ი ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსული ძალები აწამებდნენ და ასახლებდნენ უკრაინიდან  სამოქალაქო პირებს, რაც უმწავვესი დანაშაულია.

"რუსული ძალები აწამებდნენ და ასახლებდნენ უკრაინიდან  სამოქალაქო პირებს; რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების იძულებით დეპორტაცია მოახდინა, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულს წარმოადგენს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics