|
2022-11-09 19:53:52, 1009 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულზე - სწორედ, ამ ფულით ფინანსდება ნაციონალური მოძრაობა
,,პარადოქსია, ნამდვილად ის, რომ მედიამენეჯერად შეიძლება კეზერაშვილი სადმე მოხსენიო. მაშინ, როდესაც, პირველ რიგში, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ამ პიროვნებამ, ეს არის საკუთარი ხალხის ჯარის ძარცვა, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო,’’ - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მეტად ღრმავდება გამოძიება, მით მეტად მიდის კვალი დავით კეზერაშვილთან. მისი თქმით, სწორედ ამ ფულით ფინანსდება ნაციონალური მოძრაობა და ის მედია საშუალება, რომელსაც კეზერაშვილი ფლობს. ,,იკვეთება შესაბამისი მტკიცებულებების ჭრილში, რომ დავით კეზერაშვილი მფარველობს საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულებრივ სქემას, რომელსაც ე.წ. ქოლცენტრების საქმე ქვია. საზოგადოებამ იხილა პროკურატურის მხრიდან ბრიფინგი. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებთან ერთად ატარებენ ერთობლივ ოპერაციას, იჭერენ რამდენიმე ადამიანს და ვლინდება ის საერთაშორისო სქემის მონაწილე პირები, რომლის დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია ევროკავშირის ქვეყნებში. მოყვანილია გერმანიის მაგალითი, სადაც ათასობით პენსიონერი იქნა გაძარცვული, სწორედ ამ სქემის შესაბამისად. ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ხაბეიშვილებმა, რაც არ უნდა პოსტები წერონ და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცადონ, ამაზე მკაფიო პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რაც უფრო მეტად ღრმავდება გამოძიება, ვლინდება დამნაშავე პირთა ვინაობა, უფრო მეტად მიდის კვალი იმ პიროვნებასთან, ვიზედაც თქვენ მეკითხებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია, გამოძიებით უნდა დადასტურდეს. სწორედ, ამ ფულით ფინანსდება, როგორც ნაციონალური მოძრაობა კეზერაშვილის მხრიდან, ასევე, მისი მფლობელობაში არსებული ტელევიზია. ამიტომაც არის სრული პარადოქსი, რომ კეზერაშვილს მედიამენეჯერი დავარქვათ,’’ - განაცხადა მათიკაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)