10:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 23:53:05, 2139 ნახვა

ომი უკრაინაში
Sky News: რუსეთმა დრონების სანაცვლოდ ირანს 140 მილიონი ევრო ნაღდი ფული და დასავლური იარაღი მიაწოდა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ამოღებული დასავლური იარაღით და  ნაღდი ფულით გადაუხადა ირანს დრონების მიყიდვის სანაცვლოდ, ამის შესახებ, ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის თანამოსაუბრის თქმით, 20 აგვისტოს, გამთენიისას, თეირანის აეროპორტში ჩაფრინდა რუსული თვითმფრინავი, რომელმაც 140 მილიონი ევრო ნაღდი ფული, ასევე იარაღის ტვირთი, ჩაიტანა. იარაღი შედგებოდა ბრიტანული NLAW ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისგან. რაკეტა, ამერიკული Javelin ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემისა და Stinger საზენიტო სარაკეტო სისტემისაგან.

შედეგად მიღებული იარაღი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს საშუალებას მისცემს შეისწავლოს და დააკოპიროს დასავლური ტექნოლოგია მომავალ ომებში გამოსაყენებლად, თქვა Sky News-ის წყარომ.

სანაცვლოდ მოსკოვმა მიიღო 160-ზე მეტი ირანული დრონი, მათ შორის 100 შაჰედ-136 კამიკაძე.

არხის წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ 200 მილიონი ევროს ღირებულების დრონების მიწოდებაზე.

ირანი და რუსეთი თვეების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თეირანი მოსკოვს ამარაგებდა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც შემდეგ გამოიყენება უკრაინაში. 5 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა გადაზიდვები, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი შეჭრამდეც კი განხორციელდა და ეს იყო დრონების "მცირე" რაოდენობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics