16:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 12:27:37, 1619 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული შენაერთები ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო,  სავარაუდოდ, "ბარიერის ჯარების" ან "ბლოკირების შენაერთების" განლაგება დაიწყეს.

როგორც დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკან დახევის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებიან.

"შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს დახვრეტით ემუქრებიან, თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს აიძულებენ, შეტევითი ქმედებებზე გადავიდნენ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ. 

"ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, სავარაუდოდ, რუსული ძალების დაბალ ხარისხსსა და უდისციპლინობას ადასტურებს", - ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics