|
2022-11-03 10:14:45, 951 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი გვარამიას საქმეზე - კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს
ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს. როგორც იან კელი “ტვიტერზე” წერს, ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს. “ქართველების დიდ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. წინსვლის იმპულსი არ არის. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”,- წერს იან კელი. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)